კერძო სექტორის მიერ, შრომის კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის კრიტიკას დამსაქმებელთა და ბიზნესასოციაციები პასუხობენ.

 

 

დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მინისტრს დადასტურებული ინფორმაციის გარეშე მსგავსი კომენტირებისაგან თავის შეკავებას ურჩევს და აცახდებს, რომ დამსაქმებელთა მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები ასოციაციას არ მოეპოვება.

 

 

მიხეილ კორძახიას თქმით, ახალი "შრომის კოდექსის" ძალაში შესვლის შემდეგ ძალიან ბევრი კომპანია გადაერთო მუშაობის ახალ რეჟიმზე.

 

 

მიხეილ კორძახია ეხმაურება შრომის ინსპექციის მსგავსი ორგანოს შექმნასაც და აცხადებს, რომ ინსპექციის შექმნის საკითხი საფრთხილო და ნაადრევია.

 

 

"შრომის უსაფრთხოების თვალსაზისით რეგულაციები უკვე არსებობს, რაც უნდა დაიხვეწოს. რაც შეეხება სამართლებრივ ურთიერთობებს, მსგავსი საკითხების მოგვარება სასამართლოს პრეროგატივაა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო არ უნდა შეიჭრას სასამართლოს ფუნქციებში", - აცხადებს კორძახია.

 

 

რა ფაქტებს ეყრდნობა მინისტრის განცხადება უცნობია ბიზნესასოციაციისთვისაც. დასაქმებისა და შრომითი მოწყობის კომიტეტის თავმჯდომარე მინისტრს კერძო სექტორთან თითის ქნევით საუბარს არ ურჩევს და აცხადებს, რომ დღეს კადრების დიდი ნაწილი კერძო სექტორშია დასაქმებული.

 

 

ლაშა ახალაძის თქმით, შესაძლოა არსებობს პრობლემები, თუმცა ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნამდვილად შეიცვალა და ხისტი გახდა. მისივე თქმით, თითის გაშვერა არასწორი მიდგომაა, რადგან კოდექსის მიღებისას კერძო სექტორის პრინციპული შენიშვნები არ იქნა გათვალისიწნებული.

 

 

ახალაძის განცხადებით, თუ ვინმე კანონს არღვევს და სხვის უფლებას ზღუდავს ამისათვის სამართლებრივი გზები არსებობს და არა ტრიბუნა. რაც შეეხება შრომის ინსპექციის შექმნის საკითხს, ასოციაცია დღემდე ეწინააღმდეგება მის შექმნას.

 

 

როგორც ახალაძე განმარტავს, ინსპექცია არ უნდა ამოწმებდეს შრომით ურთიერთობებს და მონიტორინგი მხოლოდ ტექნიკური მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

 

 

მისი თქმით, მოდიფიკაცია უნდა მოხდეს ტექნიკურ ნაწილში და ინსპექციის შექმნის ნაცვლად გადახედონ მათ ფუნქციებს და თუ გაერთიანება მოხდება ეს საზოგადოებას გასაგებად უნდა აუხსნან. მისივე თქმით, შრომის პირობების მონიტორნგი მისაღებია, თუმცა შრომითი ურთიერთობები არ უნდა გახდეს რომელიმე ორგანოს შემოწმების საგანი.

 

 

გაერთიანებული პროფკავშირებში კი აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ილუზიაა, თუ მას ჰგონი, რომ მოლოდ მოწოდებები კერძო სექტორში დასაქმებულებს მდომარეობას გაუუმჯობესებს.

 

 

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა დამსაქმებლებმა "შრომის კოდექსის" ნორმები დაიცვან, შეიქმნას შრომის ინსპექცია, რათა არსებობდეს მეთვალყურეო ორგანო, სრულდება თუ არა კანონის ნორმები.

 

 

მისივე თქმით, დღეს შრომით ურთიერთობების სურათი კატასტროფულია. "შრომის კოდექსის" ამოქმედების შემდგომ შრომის ბაზარზე შრომითი ურთიერთობების პროგნოზი შემაშფოთებელია, რაც მათი კვლევის მიმდინარეობის პროცესმა გამოავლინა.

 

 

პეტრიაშვილის თქმით, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება, მოკლევადიანი ხელშეკრულებები და სამუშაო დრო სრულად იგნორირებულია დამსაქმებლების მხრიდან. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც დამსაქმებელს კანონის მორჩილებას დაავალდებულებს. ამასთან, შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არა ევროპულ ნორმებს, არამედ გვატემალასაც ვერ სცდება.