,,დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნებასთან დაკავშირებით მსჯელობა აუცილებლად დაიწყება“, - ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია ,,ასავალა-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

 

ნარმანიას განმარტებით, საკითხის გადაწყვეტა მოხდება პროფესიონალებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

 

 

რაც შეეხება ,,მშვიდობის ხიდს“ ნარმანია მისი აღების პირობას ვერ იძლევა, რადგან მერის განმარტებით, ის ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ,,ამაზე სპეციალურმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, რომელშიც ურბანისტები, პროფესიონალები და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები იქნებიან გაერთიანებული“, - ამბობს ნარმანია.