,,ნებისმიერი მკვლელობა, თუ გაუმართლებელია, საქათმის პასაჟირი ხარ!’‘ _ პატიმრის სკანდალური დღიური

 

 

ამ თემაზე მუშაობა შაბათს, ნაშუადღევს დავიწყე და დავიწყე იმით, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 18 შემთხვევა დაფიქსირდა, თუ როგორ მოკლა ქმარმა ცოლი. შაბათს საღამოს კი სტატისტიკას კიდევ ერთი საზარელი დანაშაული მიემატა _ გურჯაანის სოფელ დარჩეთში 73 წლის კაცმა 68 წლის მეუღლეს ყელი გამოჭრა...

 


უმრავლეს შემთხვევაში, დამნაშავეები ყოფილი პატიმრები არიან. ახლა საუბარი იმაზე არ არის, ვინ ამნისტიით გამოვიდა და ვინ ისე, რომ სასჯელი ბოლომდე მოიხადა, რადგან, ადრე თუ გვიან (სამუდამო პატიმრობა მისჯილების გარდა), სასჯელს ყველა ამთავრებს. მთავარი ის ფსიქოლოგიური მომენტია, რის გამოც ყოფილი პატიმრები ამ ნაბიჯზე მიდიან და ნებით უბრუნდებიან იმ ჯოჯოხეთს, რასაც ციხე ჰქვია.

 

 

საინტერესოა, როგორ ექცევიან ცოლის მკვლელ პატიმრებს ციხეში, ამართლებენ თუ არა მათ ქმედებას და ზოგადად, როგორ მიდიან იქამდე ყოფილი პატიმრები, რომ გათავისუფლების შემდეგ ცოლებსა და საკუთარი შვილების დედებს ხოცავენ. ისტორიებს, რომლებსაც ქვემოთ მოგითხრობთ, სარჩულად რეალური ამბები უდევს და ეს ისტორიები არცთუ შორეულ წარსულში, საქართველოში მოხდა. ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მომუშავე ფსიქოლოგსაც, რომელიც შეეცადა, ერთგვარად დაეხატა იმ პატიმრის სურათი, რომელიც ჯერ კიდევ სასჯელის მოხდის პერიოდში იმუქრება, რომ გათავისუფლების შემდეგ ცოლს მოკლავს.

 

 

პატიმარი #0578 2011 წლის 24 ივნისს, ლაშა ბრეგვაძის მითითებით, რუსთავის #17 დაწესებულების კარცერში ჩასვეს. მიზეზი არავის აუხსნია, ოფიცერმა ირაკ-ლი ონიანმა მხოლოდ ის ჩაილუღლუღა, რასაც მიბრძანებენ, იმას ვაკეთებო. კარ-ცერში #0578 ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, კახეთის რეგიონის მაყურე-ბელთან, ალექსანდრე რ-სთან მოხვდა. ერთად თითქმის კვირა გაატარეს და ყვე-ლაფერზე ისაუბრეს. საუბარი იყო იმაზეც, რომ კაიბიჭს, რომელსაც ქურდობა უნ-და, ცოლი არ უნდა ჰყავდეს.
,,შენ ხომ გყავს ცოლი და თან ქურდობა გინდა?!’‘ _ ჰკითხა #0578-მა.

 


,,ჰო, მყავს, მაგრამ ხელი არ მაქვს მოწერილი. ზოგადად, თუ კაიბიჭობაზე გაქვს პრეტენზია, თუ მომავალში სახელზე ფიქრობ, ცოლი არ გჭირდება. უნდა გყავდეს ე.წ. მურკა, ქალი, რომელსაც ნებისმიერ დროს გაწირავ, ცოლს, შვილის დედას კი ამას ვერ გაუკეთებ. როცა ,,რამსი’‘ მიდის, როცა კაიბიჭები ბაზრობენ, ალბათ, გაგიგია, რომ დედასაც იგინებიან. ასეა, როცა ქურდული ცხოვრებით ცხოვრობ, ოჯახი აღარ გყავს, დედა, მამა... არავინ, მით უმეტეს, ცოლი. შენი ოჯახი ქურდული სამყაროა და მანდ მთავრდება ყველაფერი’‘, _ აუხსნა რეგიონის მაყურებელმა.

 


გუჯა მ. ახალციხიდან იყო. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოლის მკვლელობის გამო მოხვდა. ცოლს მაშინ დაადგა თავზე, როცა მისსავე სახლში საყვარელთან ნებივრობდა. ნაგანი ამოიღო და ლოგინზე დაცალა. სამი ტყვია ცოლს მოხვდა, სამი საყვარელს, მაგრამ ეს უკანასკნელი გადარჩა...

 


ალეკო მ. ასევე ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა, გუჯასგან განსხვავებით, ის ე.წ. საქათმეში იჯდა და ,,ქათმის’‘ განმასხვავებელი ლენტიც ეკეთა.

 


,,ვერ ვხვდები, როტაციას როგორ აკეთებთ? გუჯამ ცოლი მოკლა და პატივში გყავთ, ალეკომაც ცოლი მოკლა და საქათმეშია. ვინ წყვეტს, მკვლელობა გამარ-თლებულია თუ არა?!’‘, _ პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში იჯდა და ზო-ნის მაყურებელს, ვაჟა შ-ს ესაუბრებოდა.

 


,,რად გინდა შენ ეს ჩვენი ქურდული ფილოსოფია?! წიგნის დაწერას ხომ არ აპირებ?! _ გაეცინა ვაჟას და მიაყოლა, _ ნურავის განსჯი, ვიღაც ცოლს კლავს, ვიღაც საყვარელს, ვიღაც სამომავლოდ აპირებს ამის გაკეთებას’‘...

 


ვაჟას სიტყვების შემდეგ იქვე მყოფ შაკოს სახე აელეწა, უხმოდ წამოდგა და გავიდა.
,,რა მოხდა?!’‘ _ იკითხა #0578-მა.

 


,,რა მოხდა და, შაკო ცოლის მოკვლას აპირებს და იცი, რატომ?! _ იმ ნაბო-ზარმა უთხრა, ამა და ამ დღეს, ამა და ამ დროს დამირეკეო. ესეც ავარდა და დარეკა. ცოლმა თავის სექსი ასმენინა, ჰოდა, ესეც მოკვლას აპირებს. ვეუბნები, ბოზის გამო ციხეში შემობრუნება არ ღირს-თქო, მაგრამ არ მიჯერებს. ექვსი თვე და სამი დღე დარჩა ,,სვაბოდამდე’‘ და იცი, საიდან ვიცი? ყოველ დილით აცხა-დებს, ჩემი ცოლის გარდაცვალებამდე ამდენი და ამდენი დარჩაო’‘.

 


,,მართლა რომ მოკლას და ისევ აქ მოხვდეს, ჩვეულებრივ საკანში იქნება თუ საქათმეში?!’‘
,,არა, რატომ საქათმეში?!’‘

 


,,მაშინ გამაგებინე, ალეკო რატომ არის საქათმეში?!’‘
,,მარტო ალეკო? ის აზერი ქათამი რომ არის, ეგეც ცოლის მკვლელობაზეა და ის დებილი ანტონაც, თუმცა მე რას მაყოლებ, ახლავე აქ მოვიყვან და მოგიყვე-ბიან’‘, _ თქვა ვაჟამ და იქვე მდგომ სხვა პატიმრებს გასძახა, საქათმეში წადით და მარტო ალეკო მოიყვანეთ, სამივეს კრიახის თავი არ მაქვსო.
ათ წუთში ხელზე ლენტშებმული ალეკო მაყურებლების კამერაში თავდახრილი იდგა.

 


,,აბა, მოყევი, როგორ მოკალი ცოლი და რატომ ხარ საქათმეში?! პატივცემულს აინტერესებს’‘, _ უთხრა მაყურებელმა.

 


ალეკომ შიშით მიმოიხედა და ჩუმად თქვა, მერამდენედ უნდა მომაყოლოთო და თავში წყლით სავსე ბოთლი მოხვდა.

 


,,მერამდენედაც გეტყვით! არ დამიწყო აქ წესების დადგენა’‘, _ გაცოფდა მაყუ-რებელი და ალეკომაც დაიწყო.

 


,,ჩემი ცოლი მოვიტაცე, 14 წლის იყო (შენი პედოფილი დედაც, _ ჩაურთო მაყუ-რებელმა). ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ერთ დღეს სახლში მთვრალი მივედი, რაღაც არ მომეწონა და ცოლს შეშის ნაჭერი ჩავარტყი თავში. იქვე უსულოდ და-ეცა. ჯერ შემეშინდა, მაგრამ მერე სასმელი დავამატე და... გავაუპატიურე. მერე დამიჭირეს, 15 წელი მომცეს და აქ რომ მოვხვდი, ყველაფერი მომაყოლეს და სა-ქათმეში გამიშვეს’‘.

 


,,პატივცემულო, დაგავიწყდა გეთქვა, რომ ორჯერ გააუპატიურე, მერე დაჩეხვა სცადე, მაგრამ ძალა არ გეყო მთვრალს და სწორედ მაშინ დაგიჭირეს, ნაჯახით ხელს რომ ჭრიდი და, გლდანის ციხეს მაყურებელი რომ ჰყოლოდა, გლდანშივე საქათმეში გაგისტუმრებდნენ. ახლა ანტონასა და იმ აზერბაიჯანელის ისტორიაც მოყევი და თავისუფალი ხარ’‘, _ ჩაურთო ვაჟამ.

 


,,იმ აზერმა, ჯეიჰონამ, ცოლი იმიტომ მოკლა, რომ საყვარელთან წაასწრო. უფ-რო სწორედ, ცოლმა წაასწრო და ჯეიჰონას ცოლისძმების შეეშინდა, ეტყვის, მათ დას რომ ვუღალატე, მომკლავენო. ჰოდა, ცოლი ამიტომ მოკლა, მაგრამ მერე იმ საყვარელს შეეშინდა, მეც მომკლავსო და პოლიციაში მივიდა. ანტონამ კიდევ ტოტალიზატორში წააგო ფული, ცოლი ეჩხუბა, მამაშენს ვეტყვიო და ამანაც მოკ-ლა, მეტი არაფერი ვიცი’‘, _ ამოიქსუტუნა ალეკომ.

 


,,კარგი, წაეთესლე, _ უთხრა მაყურებელმა და #0578-ს მიუბრუნდა, _ კიდევ გა-ინტერესებს რამე?!’‘
,,კი, დათო მ-ს ისტორია მაინტერესებს, მაგან ხომ აქედან გასვლიდან ერთ თვე-ში მოკლა ცოლი. რატომ?!’‘, _ იკითხა პატიმარმა.

 


,,რატომ და, უფრო ადრე ვერ იპოვა. დავითა რომ დაიჭირეს, ცოლმა ორ თვეში განქორწინება ითხოვა, ეს ჯიუტობდა, მაგრამ მაინც დაშორდნენ. იმ ქალმა რუ-სეთში მოხია, ვიღაც ვანიას გაჰყვა ცოლად, ფეშენცხოვრება მოიწყო, ამის ბავ-შვიც წაიყვანა და იქ ცხოვრობდნენ. ხომ იცი, ამას ბიჭი ჰყავს. ჰოდა, ერთ-ერთ წვეულებაზე დათვრა ეს მამინაცვალი და ის ბიჭი გააუპატიურა. ქალმა გაიგო, მაგრამ გაუგო ფულიან ქმარს. ეს რომ სვაბოდაზე გავიდა, დაადგა ის გოგო, ხი-ლიანზე ბინა გადმომიფორმეო. ამანაც ,,მაკაროვის’‘ ტყვია გადაუფორმა შუბლში. ახლა ამის შვილს ბებია ზრდის, ეს კიდევ სროკზეა...’‘
,,ანუ მთავარია მკვლელობის მიზეზი და არა ის, ცოლს კლავ თუ შვილს, ხო?!’‘

 


,,ძირითადად, ეგრეა, რა. ნებისმიერი მკვლელობა, თუ გაუმართლებელია, საქათ-მის პასაჟირი ხარ. მეც მკვლელობაზე ვზივარ, მაგრამ მთელმა თბილისმა იცის, ვინ და რატომ მოვკალი და ახსნილი მაქვს...’‘
,,ჰო, მაგრამ ახსნა ზემოთაც მოგიწევს, ღმერთთან, იქაც ახსნი?!’‘

 


,,ეჰ, ძმაო, აქ შენ ღმერთის ხელს თუ გრძნობ სადმე, საღოლ შენ...’‘
,,იცი, პაპას მინდა დაველაპარაკო, ეგეც ცოლის მკვლელობაზეა და თან მაშინ მოკლა, როცა ცოლი 72 წლის იყო. ეჭვიანობა გამორიცხულია, რაღაც მოხდა, თან ამას, მთლიანობაში, 30 წელზე მეტი აქვს მოხეული ზონაზე და უმიზეზოდ არ იზამდა’‘.

 


,,დაელაპარაკე, მაგრამ მეეჭვება, რამე გითხრას. მაგის სოფლელებისგან ვიცი, რომ იარაღით მოკლა, ერთი გასროლით და მერე ჩაბარდა. რავაზა გერცი ხომ იცი, რეპერი. ეგ ლექსებს წერს, წინა დღეს ჩამომიტანა და ერთი სტროფი დამა-მახსოვრდა - ,,ჩემი ფიქრები მახვილი, ბასრი, შენს სიყვარულში მინდა გავლესო, პატიმრის სახელს ლაფში ნუ გასვრი, მხოლოდ ამას გთხოვ, უსაყვარლესო’‘.

 


პაპასთან საუბარი #0578-ს აშკარად არ აეწყო. მოხუცი ჯერ უარობდა, მერე კი...
,,მომატყუა და იმიტომ ვესროლე. მთვრალი მივედი სახლში და მითხრა, ხომ გა-გაფრთხილე, აღარ დალიოო. შევყევით, მერე კი გამომიცხადა, ახალგაზრდობაში რომ იჯექი, გღალატობდიო და ჩემი საუკეთესო მეგობარი დაასახელა. მკვდარია ახლა ის და არ ვიცი, სიმართლე მითხრა თუ არა, მაგრამ იარაღი ამოვიღე და ვესროლე. ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, მაინც ვესროდი, პატიმრისთვის იმაზე დიდი შეურაცხყოფა, რომ ცოლი ღალატობს, არ არსებობს. წარმო-იდგინე, ცხრაკლიტულში ხარ, გარეთ გასვლას ვერ ახერხებ და ამ დროს ცოლი გღალატობს, კიდიხარ, რა... გარეთ ღალატი სხვაა, ციხეში _ სხვა, დამიჯერე, ასეა. აქედან გაბოროტებული გადიხარ და გინდა, იმ თითოეუ-ლი წამისთვის სამაგიერო გადაუხადო და ამიტომაც ხშირად ქალები ყო-ფილი პატიმრის ხელით კვდებიან. აქ ხომ იმ იმედით ხარ, რომ გახვალ, ყველაფერს ახლიდან დაიწყებ, ოჯახს მიხედავ... და რომელ ოჯახს? ვი-ღაცამ რომ წაგართვა?! ისიც მოსაკლავია, თუ კაცი ხარ, დაელოდე ქმარს და მერე წაართვი, თუ ერთი ადგილი გაქვს, მაგრამ ქვეცნობიერად ყოფი-ლი პატიმრის ყველას ეშინია’‘, _ ამოღერღა პაპამ.

 


ცოლზე შურისძიებით გოგა ჯ-ც იმუქრებოდა. ორი თვის მოყვანილი ჰყავდა, როცა დაიჭირეს და 12 წელი მისცეს. ერთი წლის შემდეგ, საპატიმროში სიმამრი შევიდა (სიმამრი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გახლდათ) და მაგიდა-ზე შეწყალების ფურცელი დაუდო: ან ხელს აწერ ამ საბუთს და გარეთ ერთად გავდივართ, ან ერთ კვირაში განქორწინების საბუთები მოგივა, არ ვაპირებ ჩემი დედისერთა გოგო 12 წელი ციხის კარზე ვატაროო. გოგას ქურდობა უნდოდა და შეწყალებით გასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც განქორწინება მოუხდა.

 


,,გათხოვილა ჩემი ცოლყოფილი, ბედნიერია, თურმე. რომ გავალ, უნდა ვნახო და მოვიკითხო ის და მაგის ქმარიც. ვისი ცოლი მიგყავს, არ უნდა იკითხო?! ორი-ვე თუ არ დავსაჯო, ნახავთ თქვენ’‘, _ იმუქრებოდა გოგა.

 


,,და შენი შვილი წარმოიდგინე მაგის ადგილზე. დედისერთა გოგოს 12 წელი ციხის კარზე უნდა ევლო და შენ რა მატორზე გახვიდოდი აქედან, კაცმა არ იცის. რომ გასულიყავი და გეთქვა, აღარ მინდიხარო, რა უნდა ექნა?!’‘, _ შეეკამა-თა ერთი გოგას.

 


,,ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და ნახავთ, ლეგენდად გაიგებთ, მაგათ ამბავს დავ-მართებ’‘, _ ისევ თქვა გოგამ, თუმცა გასვლიდან სამ დღეში მას საქართველოს დატოვება მოსთხოვეს და ყოფილი ცოლის ნახვა ვერ მოასწრო. მისი ძმა ამბობს, ტელეფონზე დაურეკა და როცა გოგომ უთხრა, მეცხრე თვეში ვარ, შვილს ველო-დებიო, მერე გადაიფიქრა ნახვა, თორემ აპირებდაო. ცნობისთვის, აგვისტოში გო-გა ჯ. ევროპაში კანონიერ ქურდად მონათლეს.

 


ფსიქოლოგი, რომელიც პატიმრებთან მუშაობს: ,,არიან პატიმრები, რომლე-ბიც სიმწრით ტირიან იმის გამო, რომ ცოლი ღალატობს. ვცდილობ, და-ვამშვიდო, მაგრამ ძირითადად არ გამომდის. ისე, ვინც ტირის, ის საშიში არ არის, ის გარეთ უშვებს დაგროვილ ბოღმას. ვინც ჩუმად არის, ის უფ-რო საშიშია. ჩემს ხელში გავლილი პატიმრებიდან რამდენმაც დაიმუქრა, ცოლს მოვკლავო, ერთმაც არ შეასრულა, ხოლო ვისაც არაფერი უთქვამს და ერთი ვიზიტიც არ ჰქონია ჩემთან, ზოგმა ცოლი მოკლა, ზოგმა ცო-ლის საყვარელი.

 

შენც ხომ გახსოვს ის ფაქტი, გრძელვადიანი პაემნების ოთახი რომ გაიხსნა, ერთ-ერთი პატიმრის ცოლი მოვიდა და ოთახში კი არ შევიდა, ქმარს უთხრა, იმისთვის მოვედი, ის რომ იგრძნო, რასაც ახ-ლა იგრძნობო და განუცხადა, შენთან არ შემოვალ, აქედან გავალ ახლა, პირველ შემხვედრ მანქანაში ჩავჯდები და სექსი მექნებაო. იმ პატიმარმა ცოლსაც სახე დაუსერა მერე, სიდედრსაც, სიმამრსაც და ცოლისძმაც დაჭრა. ახლა ისევ დაჭერილია. ნურავინ იტყვის, რომ დამნაშავეები მხო-ლოდ პატიმრები არიან, მინიმუმ 50 პროცენტი ქალია დამნაშავე, აგიჟებს პატიმარს და არ ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, ციხიდან ყველა გადის.

 


რადიკალურად განსხვავებულია ვითარება აზერბაიჯანელებთან. მათთან ქალის უფლებები, უბრალოდ, არ არსებობს. საკმარისია, ქალზე ეჭვი გა-გიჩნდეს, რომ გღალატობს და კლავ. სოფელი კი გიცავს. ეს უბიძგებს, დანაშაული მარტივად ჩაიდინონ, უფრო მეტიც, სოფელი არათუ იცავს დამნაშავეს, არამედ კვალის დაფარვაშიც ეხმარება ქალებმა უნდა იცოდ-ნენ, რომ პატიმრები უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან, გარეთ გასვლის შემდეგ კი რამდენიმე თვე იმ კანონებით ცხოვრობენ, როგორც შიგნით, ციხეში, აქ კი ღალატი ისჯება...’‘

 

 

P.s. ციხიდან გასულმა შაკომ ცოლს სახეში მჟავა შეასხა და ცხოვრება დაუმა-ხინჯა. ამისთვის მას ექვსი წელი ციხე მისცეს, თუმცა მხოლოდ იმას ნანობს, მჟა-ვა მკერდზეც უნდა გადამესხა, მისი დანახვა ბოლომდე რომ შეზიზღებოდა ყველასო.
პატიმარი #0578