თქვენი სმარტფონის ინტერნეტკავშირი ცხადია, უფრო სწრაფი გახდება, თუმცა ეს იმ შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია, რასაც 5G გვთავაზობს.

 

 

 

უკაბელო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ყველა თანხმდება, რომ 5G 2020 წლამდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაგრამ, რაში გამოვიყენებთ მას?

 

 

 

სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში Nokia-მ მობილურების მსოფლიო კონგრესზე წარსადგენი, 5G-სთან დაკავშირებული იდეები დააანონსა. 5G-ს დახმარებით ავტომობილები უფრო უსაფრთხოდ ივლიან, ქირურგებს კი ოპერაციის ჩატარება უკაბელოდ კონტროლირებადი რობოტიზებული ინსტრუმენტების დახმარებით შეეძლებათ.

 

 

 

მეტი სიჩქარე

Nokia-ს განცხადებით, კომპანიამ ტესტირება ჩაატარა და შედეგების მიხედვით, 5G კავშირს წამში 30 გიგაბაიტის ჩამოტვირთვის საშუალება აქვს, რაც 4G კავშირის საშუალო სიჩქარეს 1000-ჯერ აღემატება. თუმცა რეალურად, არსებობს ისეთი წინაღობები, როგორებიცაა ხეები, შენობები, მანძილი მომხმარებელსა და ანძას შორის და ინტერნეტის მომხმარებელთა სიმრავლე. ეს ყოველივე აფერხებს ჩამოტვირთვის სიჩქარეს, რაც არ შეესაბამება იმ რიცხვებს, რის მიღწევასაც Nokia თავის ლაბორატორიაში ცდილობდა.

 

 

 

მიუხედავად ამისა, 4G-სთან შედარებით 5G 10-დან 100-მდე უფრო ჩქარი იქნება. ამასთან, უფრო მეტი მოხმარებლის ინტერნეტში ერთდროულად ჩართვა იქნება შესაძლებელი.

 

 

 

მრავალფუნქციური ვიდეოგამოსახულება

სპორტულ სტადიონებზე დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, რათა მაყურებელმა გამეორების ნახვა კარგად შეძლოს. წარმოიდგინეთ, თამაშის მსვლელობაზე თვალის მიდევნებას თქვენი საკუთარი ტაბლეტებითა და სმარტფონებით შეძლებთ, თან ისე, რომ თქვენ კამერის კუთხის შეცვლას შეძლებთ, რათა 4K Ultra HD გამოსახულება კიდევ უფრო მკაფიოდ აღიქვათ. Nokia-ს მოსაზრებით, 5G მხარდაჭერით ეს შესაძლებელია.

 

 

 

თვითმავალი ავტომობილები

თვითმავალი ავტომობილების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ავტომობილის სენსორსა და მონაცემთა გადამცემ ბაზას შორის კავშირი ხშირად ფერხდება. თუმცა, როდესაც თვითმავალი ავტომობილები რეალობად იქცევა, მათ წინაღობის განსაზღვრა და რეაგირება უნდა შეძლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავარია გარდაუვალი იქნება.

 

 

 

5G-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შეუფერხებელი, უწყვეტი ინტერნეტკავშირია, რომელიც თვითმავალ ავტომობილებს მიეწოდება, რაც მის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

 

 

რობოტები

რობოტიზებული ქირურგიული ინსტრუმენტები ექიმებისთვის ძალიან საჭირო ხელსაწყოები შეიძლება გახდეს. თუმცა, აუცილებელია, რომ მათ ექიმის ბრძანება დროულად შეასრულონ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. Nokia-ს ვარაუდით, მომავალში მსგავსი ხელსაწყოები უფრო რთული დავალებების შესრულებასაც შეძლებენ.

 

 

 

ვირტუალური რეალობა

ვირტუალურ რეალობაში თქვენ სხვა ადამიანებს ხვდებით, გაქვთ ურთიერთობა და თამაშობთ ვიდეოთამაშებს. Nokia-ს მოსაზრებით, 5G მხარდაჭერა ვიდეოთამაშებში ახალ ეპოქას შექმნის: „5G ადამიანთა შესაძლებლობების ახალ ფაზას დაუდებს დასაბამს,“ განაცხადა Nokias-ს მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა, მარკუს ველდონმა.

 

 

"commersant.ge"