რუსეთის პრეზიდენტი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე საერთო პასუხისმგებლობა ეკისრებათ. რუსეთის ლიდერი აქვე განმარტავს, რომ წინააღმდეგობა არავისთან სურს - „ეს არც რუსეთს, არც მის პარტნიორებსა და არც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება“.

 

 

რუსეთის ლიდერი ტონალობას ცვლის, თუმცა როგორც მოვლენები აჩვენებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში რთული პერიოდი იწყება, სადაც დიპლომატიის ადგილი არ არის. რუსეთის ფარული გავლენის წინააღმდეგობის გასაწევად უწყებათაშორისი სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. დოკუმენტი 2017 წელს სადაზვერვო უწყებების დაფინანსებას ეხება და მას საიდუმლო დანართი აქვს, რომელშიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზეა საუბარი. კანონპროექტი 70 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

 

 

93-გვერდიანი დოკუმენტი წარმოამდგენელთა პალატის უმრავლესობამ მოიწონა. სენატის 390 წევრმა 30-ის წინააღმდეგ, დოკუმენტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი მედიით მანიპულირებს და აფინანსებს გავლენის აგენტებს, რითაც ხალხებსა და მთავრობებზე ფარულ გავლენას ახდენს. სპეციალურ უწყების მოვალეობა რუსეთის ფარული გავლენისთვის, კერძოდ, დეზინფორმაციის, გავლენის აგენტების, რუსეთის უსაფრთხოების ძალებისა და პოლიტიკური ელიტის მიერ ჩადენილი კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ტერორიზმისა და მკვლელობების ფაქტების გამოვლენის გზით წინააღმდეგობის გაწევაა.

 

 

გარდა ამისა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თავდაცვის უწყებას გენერალი ჯეიმს მეტისს ჩააბარებს. გენერალი მეტისი აშშ-ის თავდაცვის სფეროში „ცოფიანი ძაღლის“ სახელითაა ცნობილი და მკაცრი ხასიათით გამოირჩევა. პენტაგონის ახალი ხელმძღვანელი ცნობილია რუსთის მიმართ თავისი მკაცრი პოზიციით. მისი განცხადებით მოსკოვს სურს ნატოს დაშლა. მატისი ღიად აკრიტიკებს მოსკოვს უკრაინაში აგრესიის გამო.

 

 

გენერალი მეტისი 2010-2013 წლებში ცენტრალურ სამეთაუროში ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი. მონაწილეობდა ბევრ ფართომასშტაბიან საბრძოლო ოეპარაციებში, მათ შორის „ქარიშხალი უდაბნოში“. 1991 წელს მატისი მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ყურეში ომში, მოგვიანებით ავღანეთის ოპერაციაში. 2003 წლიდან კი ერყაში დივიზიას ხელმძღვანელობდა.

 

 

მეტისს ამერიკის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის პოსტი 2013 წლამდე ეკავა. შესაბამისად, კანონი პენტაგონის ხელმძღვანელს უკრძალავს, თანამდებობაზე დანიშვნამდე ბოლო 7 წელი ქვეყნის სამხედრო სამსახურში რაიმე თანამდებობა ეკავოს. მატისმა სამხედრო სისტემა მხოლოდ სამი წლის წინ დატოვა. ამ შეზღუდვის მოსახსნელად მას კონგრესის ავტორიზაცია დასჭირდება. კონგრესი კი ამისთვის მზად არის.

 

 

კონგრესის გადაწყვეტილება კი ექსპერტის სოსო ცინცაძის განცხადებით, ახალი დასკვნის საშუალებას იძლევა. კერძოდ, კონგრესი იმდენად არის ანტირუსულად განწყობილი, რომ ერთი ადამაინისთვის კანონის შეცვლაზე მიდის, რაც ამერიკელი კანონმდებლებისთვის უცხოა.

 

 

„ხედვათ რამდენად უღირს ტრმაპს ეს პიროვნება, რომ უნდა შეცვალონ კანონი. ამერიკის კონგრესი არც შევარდნაძის პარლამენტია, არც სააკაშვილის და არც დღევანდელი. იქ ნამდვილი კანონმდებლები არიან, შემთხვევითი ხალხი ვერც ერთ პალატაში ვერ მოხვდება, მაგრამ უღირთ ამ კომპრომისზე წასვლა, რაც ამერიკელებს ძალიან არ უყვართ. იმიტომაც არის, რომ მთელი სამასი წლის მანძილზე ამერიკის კონსტიტუციაში სულ სამი ათეული ცვლილება არის შეტანილი. სააკაშვილმა კი, ერთ კვირაში 50-მდე ცვლილება შეიტანა.

 

 

როდესაც ჩვენი ექსპერტები საუბრობდნენ, რომ ტრამპი დათმობს ნატოს, ყირიმს და საქართველოსო, არავინ არ სვამდა კითხვას, კი მაგრამ პუტინი რას დათმობს? რომც უნდოდეს ვერაფერს ვერ დათმობს, იმიტომ, რომ პუტინის რეიტინგი ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკაზე და ქმედებებზეა დაფუძნებული. ამიტომ, დაპირისპირება ამ ურთიერთობებში აუცილებელია. ამერიკა-რუსეთის თაფლობის მოკლე პერიოდი დასრულდება.

 

 

გავიხსენოთ პუტინის მიმართვა ფედერაციის საბჭოში, 180 გრადუსით შეცვალა ტონი. უკვე აღარ ამბობს, რომ ყველას რუსეთის დაჩოქება უნდა და, რომ ყველა რუსეთის წინააღდეგ არის გაერთიანებული, ამიტომ ჩვენ უნდა შევიარაღდეთო, რის გამოც რუსი მოსახლეობა თავისი მენტალობიდან გამომდნარე, პუტინს აღმერთებდა. ეს ვითარება თვითონ პუტინის წინააღმდეგ შექმნის სიტუიაციას რუსეთში. ძალიან რთული ვითარებაა. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში რთული პერიოდი იწყება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

 

 

ცინცაძე ეჭვობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, ტრამპის მრჩევლებმა ძალზედ მარჯვედ გააბითურეს რუსეთი, შეუქმნეს იმის ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდებოდა.

 

 

„რუსეთი წამოეგო ამ ანკესზე და დაიწყო ტრამპის დახმარება, იგივე ჰაკერული დახმარების მიმართულებით. დღეს ამერიკაში ბევრს სჯერა, რომ არა რუსეთის ჩარევა ამ არჩევნებში ჰაკერების საშუალებით, ტარმპი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. გახდა პრეზიდენტი და ვის ნიშნავს წამყვან თანამდებობებზე? - უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მრჩეველი, ეს ძალიან საკვანძო თანამდებობაა და ამ თანამდებობას სთავაზობს პენტაგონის დაზვერვის ყოფილ უფროსს. ნებისმიერი ამერიკელი მზვერავი რომ რუსეთისადმი სიმპატიით ვერ იქნება განწყობილი, ეს ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა“, - ამბობს სოსო ცინაცაძე.

 

 

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ ტრამპის საკადრო პოლიტიკა ადასტურებს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში დიპლომატიის ადგილი არ იქნება. მისი თქმით, აშკარაა, რომ დიპლომატიის ადგილი იზღუდება, ასევე შემცირდება მოლაპარაკების სივრცე.

 

 

„საუბარი გადავა სხვა კონტექსტში. კონკრეტულად კი, ვის რა შეუძლია და ვის რისი თავი აქვს. სამხედრო პოტენციალის მიხედვით, ამერიკელებს თუ აქვთ შესაძლებლობა, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსები გააჩუმონ, ამას გააკეთებენ. ამერიკა ეტყვის რუსეთს, რომ მე მაქვს შესაძლებლობა და გაგაჩუმებ. პუტნის ენაზე ეს ასე ჟღერს - მაქვს საშუალება და ვაკეთებ. აი, ამ კონტექსტში გადადის რუსეთ-ამერიკას შორის საუბარი. დიპლომატიის ადგილი უკვე აღარ რჩება - ვის რისი შესაძლებლობა აქვს, ანუ პირდაპირი გაგებით - დაჩაგროს მეორე მხარე“, - ამბობს მამუკა ნებიერიძე.

 

 

მისივე თქმით, ნათელია ისიც, რომ დღეს რუსეთს საგარეო პოლიტიკას სამხედრო სტრატეგია მართავს და ამ კონტექსტში შეიძლება გადავიდეს ამერიკა. ამის თქმის საფუძველს კი საკადრო ცვლილება იძლევა, რომელიც თავდაცვისა და დაზვერვის მიმართულებით ხორციელდება.

 

 

„ლავროვი არ არის დიპლომატი, არამედ გენშტაბი, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობას. ამ კონტექსტში შეიძლება გადავიდეს ამეირკაც. ამერიკის გენშტაბი იტყვის, რომ ჩვენ შეგვიძლია ახლო აღმოსავლეთში გადავისროლოთ ის ძალა, რომელიც რუსეთს გააჩერებს. შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის მისწრაფება, უკრანის, საქართველოს, ან შუა აზიის მიმართულებით. ანუ, არ იქნება მხოლოდ ჰაერში ლაპარაკი, მკაცრ ტონალობაში გადავა ამაერიკა-რუსეთის ურთიერთობა, საუბარია სამხედრო ენაზე და ამის ყველა მაჩვენებელი არსებობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

 

for.ge