"ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან"

 

 

სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დაპირისპირებული ფრთა პარტიული ყრილობისთვის ემზადება, უკვე ითქვა, რომ შესაძლოა, 20 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული შეკრება არალეგიტიმურად გამოცხადდეს. მეტიც, ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი თანაპარტიელების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც არ გამორიცხავს. ვის დარჩება პარტია? "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს ვკითხეთ:

 

 

- პარტიაში რომ ორი ბანაკია, ამის უარყოფას არ ვაპირებ - ერთი ამბობს­, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს.

 

 

- თუმცა განსხვავებული აზრისთვის სააკაშვილმა ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და მოღალატეებადაც შერაცხა.

 


- მოღალატეობასა და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ პირველად სააკაშვილმა ისაუბრა - დაგვარტყა თანაპარტიელებს, ისიც კი თქვა, ვიცი, ვინ ვისთან­ აწარმოებს მოლაპარაკებებსო. პირადად მე, უსაფუძვლოდ არც ერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, ჩვენი პარტიული დაპირისპირება შესაძლოა ივანიშვილს აძლევდეს ხელსო, პირიქით, უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

 

 

- უკვე მოვისმინეთ გიგა ბოკერიას პოზიციის მხარდამჭერებისგან, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიული ყრილობა შესაძლოა არალეგიტიმურად გამოაცხადონ და მეტიც, პარტიის გაყოფაზე დავა სასამართლოში განაგრძოთ.

 


- მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ სააკაშვილის როლი ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში განუზომლად დიდია, თუმცა, ვინც მიიჩნევს, რომ მის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება

 

გაგრძელება