ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი იყიდება. კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას" ხელმძღვანელი თამაზ ბასილია „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიზეზი ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობააა. მისი თქმით, კურორტის ფუნქციონირება უკვე მეორე წელია შეჩერებულია.

 

 

„პრობლემებია "თელასთან" არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. არ არსებობს კურორტამდე მისასვლელი გზა. ყველა მიმართულებით პრობლემებია. ენთუზიაზმით 1-2 წელი ვიმუშავე და ახლა უკვე აღარ შემიძლია. ეს კურორტი არავის არ ადარდებს. თუ იყიდის, იყიდოს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ან სხვა პირმა."-აცხადებს ბასილია.

 

 

დაინტერესებულია თუ არა ეკონომიკის სამინისტროს შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია ბეთანიის შესყიდვით, უცნობია. სამინისტროდან პასუხს „კომერსანტი" ამ დრომდე ელოდება.

 

 

თამაზ ბასილია გასულ წელს ამბობდა, რომ ბეთანიის კურორტი თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული, რადგან ხელოვნური გათოვლიანება ძვირი ჯდება. ბიზნესმენის განმარტებითვე, კურორტზე მდებარეობს სასტუმრო, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, მოწყობილია სათხილამურო ინფრასტრუქტურაც.

 

 

თამაზ ბასილიას განცხადებითვე, კურორტზე 2, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამავე ფასად იყიდება.

 

 

„რანდევუ ბეთანია" თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა. მაშინ იყო საუბარი, რომ სი 4-სეზონიან კურორტი იქნებოდა.

 

commersant.ge